Sunday, July 24, 2011

ოჯახში მოხმარებული ელექტრული ენერგია

1. პროექტის სახელწოდება:ოჯახში მოხმარებული ელექტრული ენერგია
2. პროექტის მოკლე აღწერა:  ოჯახში მოხმარებული ელექტრული ენერგიის დაზოგვის გზების ძიება
3. პროექტის სრული აღწერა: უმრავლეს შემთხვევაში ოჯახში არ ხდება ელექტრული ენერგიის დაზოგვა–ანთია ნათურები, ჩართულია ელექტროხელსაწყოები , როდესაც ისინი საჭირო არ არის და ა. შ. დავსახეთ ამოცანები: 
       1.ოჯახში მოხმარებული ელექტრული ენერგიის ღირებულების დადგენა.
       2.ენერგიის დაზოგვის გზების განსაზღვრა.
          საქმიანობები: 
      1.ჩამოვთვალეთ ოჯახში ელექტრული ენერგიის მომხმარებელი  მოწყობილობები.   
      2.გამოვთვალეთ  რა რაოდენობის ენერგიას მოიხმარს თითოეული მათგანი 1 თვის განმავლობაში. მონაცემები წარმოვადგინეთ ცხრილის სახით.
     3.დავადგინეთ  თითოეული ხელსაწყოსათვის ელექტრული ენერგიის ღირებულება, წარმოვადგინეთ  დიაგრამის სახით და დავადგინეთ,თუ რომელი მოიხმარს მეტ ენერგიას.
  ცხრილებისა და დიაგრამების ანალიზის საფუძველზე შევიმუშავეთ ელექტრული ენერგიის დაზოგვის გზები–შემცირდეს ენერგიის უქმად ხარჯვა ,გამორთონ სინათლე,როდესაც იგი საჭირო არ არის, გამოიყენონ ეკონათურები და ა.შ.
    4.გამოვიანგარიშეთ რა ეკონომიას გააკეთებს ოჯახი.
4. მონაწილეთა ასაკი: 14–15 წლის მოსწავლეები
5. ვადები, ხანგრძლივობა: 1 თვე
6. პროექტის შესაძლო აქტივობები: დისკუსია ჯგუფში:; დაკვირვება;ცხრილების და სქემების პრეზენტაცია;შეჯამება.
7. მოსალოდნელი შედეგები: 1.მოსწავლეები ისწავლიან მონაცემთა წარმოდგენას სხვადასხვა სახით.2.შემცირდება ენერგიისხარჯი, რის საფუძველზეც  გაკეთდება ეკონომია, შესაბამისად  გაიზრდება ოჯახის  ბიუჯეტი. 3.მოსწავლეები მიეჩვევიან და სხვასაც ასწავლიან  ენერგიის დაზოგვას.

8. სარგებელი  სხვებისათვის: ელექრული ენერგია დაიზოგება ქვეყნის მასშტაბით; მნიშვნელოვანია ასევე ეკოლოგიური თვალსაზრისით და ა.შ.
9. სამუშაო ენა:  ქართული
10. საგნებთან:/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: განუვითაროს მოზარდს უნარი :იცოდეს რა ბუნებრივ გარემოში ცხოვრობს,შეინარჩუნოს დადაიცვას  იგი. იყოს შემოქმედი, არ იცხოვროს მხოლოდ არსებულის ხარჯზე.

11. მონაწილეები სხვა სკოლებიდან: –
12. პროექტის ავტორის სახელი: ლილი კილასონია
13. პროექტის ავტორის ელ-ფოსტა: lilikilasonia@gmail.com
14. პროექტის ფორუმი: 
15. პროექტის ვებ-გვერდი:

No comments:

Post a Comment